წესები და პირობები

  • ვინ ვართ ჩვენ

წინამდებარე ვებ-გვერდის https://blackseatracker.com/ (შემდგომში ვებ-გვერდი) გამოყენება რეგულირდება ი/მ ვახტანგი ანდღულაძე-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 47001040056, რეგისტრიდებული შემდეგ მისამართზე – 9 აპრილის 4ა/1 ქ ახალციხე), მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით. (შემდგომში წესები და პირობები).

  • წესებისა და პირობების ცალმხრივი ცვლილება

კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხი) საათში.

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამოქვეყნებულ ცვლილებას.

  • ჩვენი მომსახურება

Blackseatracker.com არის ონლაინ სერვისი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის ბოტის საშუალებით შეიძინოს კონტეინერის თრექინგის (შემოწმების) სერვისი.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე რაიმე ტექნიკური ხარვეზის გამო, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით : [email protected]

  • თქვენი ანგარიში და პროფილი

Blackseatracker.com-ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია ან რეგისტრაცია არ არის სავალდებული და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია საიტზე რეგისტრაციის გარეშეც.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით იმ Blackseatracker.com-ის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ Blackseatracker.com-ის ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი  Blackseatracker.com-ს ანგარიშის გამოყენებით.

უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი Blackseatracker.com-ის ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.

  • პერსონალური მონაცემები:

კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის  შენახვას (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ  მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების  გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

  • პასუხისმგებლობის შეზღუდვა:

კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით

  • საავტორო უფლებების დაცვა:

    წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა “გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე

  • ანგარიშსწორება

მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორების განხორცილება შესაძლებელია შემდგები მეთოდებით: ონლაინ გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის) პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.

  • მარეგულირებელი სამართალი:

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

  • როგორ შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს საიტზე

საიტის სერვისის შეძენა შესაძლებელია კვირის  ნებისმიერ დღეს, მათ შორის დღესასწაულებზე*, 24 საათის განმავლობაში.

  • მიწოდების პოლიტიკა:

სერვისის შეძენის შემდეგ მისი მიწოდება ხდება გადახდიდან მაქსიმუმ 1 საათის ვადაში, თუ 1 საათის ვადაში სერვისის მიწოდება არ მოხდა მომხმარებელს შეუძლია უარი განაცხადოს სერვისის მიღებაზე და მოითხოვოს თანხის დაბრუნება .

  • თანხის დაბრუნების პოლიტიკა

თუ მომხმარებელს არ გაეწია ის სერვისი რომელიც ვებ გვერდზე შეიძინა მას უფლება აქვს 24 საათის განმავლობაში მოგვმართოს [email protected] შესაბამისი მოთხოვნით და ი/მ ვახტანგი ანდღულაძე ვალდებულია დაუბრუნოს თანხა მომხმარებელს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

  • სამუშაო საათები:

სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 10:00დან – 18:00 საათამდე.

ელ ფოსტა: [email protected]

ტელ : 595012950

 

 

ბოლო ცვლილება შეტანილია: 24/04/2025